სადისციპლინო კომისიის/ოფიცრის სასწავლო კურსი
სასწავლო კურსის მიზანია, მიმართოს თქვენი რაგბის რეგულაციების/წესების ცოდნა და დაგეხმაროს უზრუნველყოთ დისციპლინარულ საქმის წარმოებაში - წესების, რეგულაციების და მსაჯთა ინტერპრეტაციების მართებული მისადაგებით, თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, თანამედროვე თამაშში.
მსოფლიო რაგბის რეგულაცია 17, მსოფლიო რაგბის მიერ ორგანიზებული ტურნირების/მატჩების დროს ადგენს წესებს, რეგულაციებს და პროცედურებს, დისციპლინის უზრუნველსაყოფად, მსოფლიო რაგბის ყველა წევრისთვის. რეგულაცია 17-ს პირობები ერთნაირია თამაშის ყველა დონეზე. მსოფლიო რაგბის რეგულაცია 17 (ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე) ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
სადისციპლინო ოფიცრები არიან მოქმედი იურისტები მინიმუმ 7 (შვიდი) წლიანი სამუშაო გამოცდილებით, რომელებიც მოქმედებენ მარტო ან თავმჯდომარის როლში, სამი პირისგან შემდგარ სადისციპლინო კომისიაში (ყოფილი მოთამაშეები, მწვრთნელები, მსაჯები). მათი როლია, რეგულაცია 17-ს მიხედვით განიხილონ მათთვის მიწოდებული სადისციპლინო საქმეები, როდესაც:
- მსაჯის მიერ მოთამაშე გაძევებული იქნა წითელი ბარათით ან მოთამაშის გაძევება მოხდა ერთ თამაშში ორი ყვითელი ბარათის და ან საითინგ კომისრის გაფრთხილების ნებისმიერი კომბინაციით;
- საითინგ კომისრის (ან მისი არყოფნის დროს გუნდ(ებ)ის მხრიდან) საითინგის შემთხვევაში;
- მოთამაშეს მიმდინარე ტურნირის დროს, დაუგროვდა 3 (შვიდკაცა რაგბის დროს 5) ყვითელი ბარათის და/ან საითინგ კომისრის გაფრთხილების ნებისმიერი კომბინაცია.
სადისციპლინო პერსონალი შესაძლოა მოთხოვნილ იქნას, როგორც აპელაციის ოფიცერი ან სააპელაციო კომისიის წევრი, სადისციპლინო კომისიის ან სადისციპლინო ოფიცრის გადაწყვეტილების აპელაციის შემთხვევაში (რომლებშიც მათ არ მიუღიათ მონაწილეობა).
სადისციპლინო კომისიის თავმჯდომარის/ოფიცრის შერჩევის კრიტერიუმები განსაზღვრულია მსოფლიო რაგბის რეგულაცია 17.13.1 (c)-თ:
„სადისციპლინო კომისიის თავმჯდომარე/ოფიცერი უნდა იყოს, მოქმედი უფროსი სამართალმცოდნე ან ყოფილი მოსამართლე, სულ მცირე 7 (შვიდი) წლიანი სამუშაო გამოცდილებით, რომელსაც უნდა გააჩნდეს რაგბში დისციპლინარული პროცედურების ცოდნის გამოცდილება და თამაშის ღრმა ცოდნა. სადისციპლინო კომისიის დანარჩენ ორ წევრს, ნიშნავს მასპინძელი რაგბის კავშირის ან ტურნირის ორგანიზატორი და ისინი უნდა იყვნენ: ყოფილი მორაგბეები, გამოცდილი რაგბის ადმინისტრატორი ან კვალიფიციური პირები, რაგბის სადისციპლინო პროცედურული გამოცდილებით“
სააპელაციო კომისიის თავმჯდომარის/ოფიცრის შერჩევის კრიტერიუმები განსაზღვრულია მსოფლიო რაგბის რეგულაცია 17.13.2 (b)-თ:
„ სააპელაციო კომისიის თავმჯდომარე/ოფიცერი უნდა იყოს მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე სულ მცირე 10 წლის გამოცდილებით, რომელსაც უნდა გააჩნდეს რაგბში დისციპლინარული პროცედურების ცოდნის გამოცდილება და თამაშის ღრმა ცოდნა. სააპელაციო კომისიის დანარჩენ ორ წევრს (თუ ამაზე მონაწილე გუნდები წერილობით შეთანხმდებიან) ნიშნავს მასპინძელი რაგბის კავშირი ან ტურნირის ორგანიზატორი და ისინი უნდა იყვნენ: ყოფილი მორაგბე, გამოცდილი რაგბის ადმინისტრატორი ან სხვა კვალიფიციური პირები რაგბის სადისციპლინო პროცედურული გამოცდილებით“
ინტერესთა კონფლიქტის გამოსარიცხად, ზემოთ ჩამოთვლილი სადისციპლინო პერსონალი (როგორც იურისტები ან ყოფილი მოთამაშეები, მწვრთნელები, მსაჯები, დისციპლინარული ან სააპელაციო კომისიის წევრების როლში) უნდა აკმაყოფილებდეს რეგულაციებში აღწერილი დამოუკიდებლობის კრიტერიუმებს. ეს გულისხმობს, რომ ისინი არიან თამაშში მონაწილე გუნდების კავშირებისგან დამოუკიდებელნი და არ არიან ნებისმიერი კავშირის საკანონმდებლო ორგანოს (გამგეობის, კომიტეტის და ა.შ.) წევრები.