ბინძური თამაში

რა არის ბინძური თამაში ?

წესი 9, რაგბის თამაშის წესებში აღწერს სახიფათო და არამართებული თამაშის ან ქმედების სხვადასხვა კატეგორიებს. მსოფლიო რაგბის რეგულაცია 17-ს მიხედვით, ქმედება ბინძური თამაშია თუ ის:

  • შეგნებული/წინასწარ განზრახულია; ან
  • გაუფრთხილებელი.

თუ ინციდენტი არის შემთხვევითი, ის არ ითვლება ბინძურ თამაშად. როდესაც მოთამაშე თვლის რომ, მისი ქმედება იყო შემთხვევითი და სადისციპლინო სხდომაზე ცდილობს საქმის აცილებას, ამ შემთხვევაში სადისციპლინო კომისიამ/ოფიცერმა ყურადღებით უნდა შეამოწმოს განსხვავება გაუფრთხილებელ და შემთხვევით ქმედებებს შორის (მათ შორის მოთამაშისთვის კითხვების დასმით). ეს პროცესი უფრო დეტალურად განხილული იქნება პრაქტიკული სწავლების დროს, ქვემოთ მოყვანილი შეჯამების მიხედვით :

რა არის შეგნებული/წინასწარ განზრახული?

მოთამაშე მოქმედებს შეგნებულად/წინასწარ განზრახულად, როდესაც ის წინასწარ ჩაიფიქრებს, გადაწყვეტს და შეასრულებს ქმედებას. შეგნებული/წინასწარ განზრახული ქმედება უფრო სერიოზული ხასიათისაა, ვიდრე გაუფრთხილებელი (ქვემოთ იხილეთ შესაბამისი სანქციები).

რა არის გაუფრთხილებელი?

მოთამაშემ იცოდა (ან უნდა სცოდნოდა) რომ, არსებობდა ბინძური თამაშის რისკი. მაგალითად: ბოჭვის დროს მოწინააღმდეგის აწევა ან მის სახეზე ხელის დადება, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მოთამაშეს არ ჰქონდა მოწინააღმდეგის შუბური ბოჭვის ან თითით თვალში კონტაქტის განზრახვა.

რა არის შემთხვევითი?

მოთამაშემ არ იცოდა და ვერც ეცოდინებოდა რომ, არსებობდა ბინძური თამაშის რისკი. მაგალითად: ლეგალური ბოჭვისას წელის არეში, მოთამაშემ ვერ გაითვალისწინა ან ვერ აირიდა თავიდან, მოწინააღმდეგის მხრიდან, ბოლო მომენტში ბოჭვისგან დასხლტომის მცდელობა, რამაც შედეგად შუბური ბოჭვა გამოიწვია.

რა არის მტკიცებულებათა სტანდარტი?

მტკიცებულებათა სტანდარტი რეგულაცია 17-ს მიხედვით, ემყარება ალტერნატივების ბალანსის პრინციპს (იხილეთ რეგულაცია 17.15.1 და 17.16). ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას (მაგალთად, იყო ბინძური თამაში, შეგნებული/წინასწარ განზრახული თუ გაუფრთხილებელი) სადისციპლინო კომისიამ/ოფიცერმა უნდა განიხილოს და განსაზღვროს ქმედების ტიპი, არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.