წითელი ბარათები/საითინგები

ეტაპი 1: სადისციპლინო კომისია/ოფიცერი აფასებს დარღვევის სერიოზულობის დონეს (ქვედა ზღვერი, შუა ზღვარი, ზედა ზღვარი), შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით (იხილეთ რეგულაცია 17.18.1):

  1. შეგნებული/წინასწარ განზრახული;
  2. გაუფრთხილებელი;
  3. ქმედებათა ბუნება;
  4. ქმედებათა ბუნება გულისხმობს, რა სახით, სხეულის რომელი ნაწილის გამოყენებით შესრულა დარღვევა (მაგალითად: მუშტი, იდაყვი, მუხლი ან ფეხი);
  5. პროვოკაციის არსებობა;
  6. იმოქმედა თუ არა მოთამაშემ სამაგიეროს გადახდის მიზნით და ასეთი მოქმედების დროის შუალედი;
  7. იმოქმედა თუ არა მოთამაშემ თავდაცვის მიზნით (გულისხმობს გამოიყენა თუ არა მოთამაშემ, თანაბარი ძალა თავის დასაცავად);
  8. რა ეფექტი მოახდინა დარღვევამ მსხვერპლზე (მაგალითად: ტრავმის არსებობა, მსხვერპლის გაყვანა თამაშიდან);
  9. რა გავლენა მოახდინა დარღვევამ მატჩზე;
  10. დაშავებულის დაცულობის ხარისხი. გულისხმობს სხეულის რა ნაწილი დაუშავდა მსხვერპლს, როგორ პოზიციაში იმყოფებოდა და თავდაცვის რა შესაძლებლობა ჰქონდა.
  11. დარღვევაში ჩართულობის დონე და წინასწარი განზრახვა;
  12. შესრულდა მოთამაშის ქმედება თუ მცდელობით შემოიფარგლა;
  13. დარღვევასთან დაკავშირებული მოთამაშის ქცევის სხვა ნებისმიერი ასპექტი.

ჩამოთვლილი გარემოებები და თანმიმდევრული მაგალითები დაგეხმარებათ ყველა შემთხვევის შეფასებაში.

სანქციების ცხრილში წესების ნუმერაციის და კატეგორიების მიხედვით, ხდება ქმედების (მაგალითად: მაღალი ბოჭვა, გაშლილი ხელით ბოჭვა და მსგავსი) სიმძიმის ე.წ. „საწყისი ზღვარი“-ს დადგენა. მაგალითად, „შუბური ბოჭვის“- თვის (9.18) „შუა ზღვარი“ არის 10 კვირა. სანქციების ცხრილი მოყვანილია დანართი 3-ში. ეს „საწყისი ზღვარი“ არის საწყისი სანქცია (კვირებით გამოხატული) რომელიც შეიძლება საბოლოო სანქციამდე გაიზარდოს და/ან შემცირდეს პროცესის მე-2 და მე-3 ეტაპზე. სანქციების ცხრილის შენიშვნაში აღნიშნულია, რომ თუ დარღვევის დროს მოხდა კონტაქტი დაშავებული მოთამაშის თავის არეში ან მხრის ხაზს ზემოთ, „საწყისი ზღვარი“ არის, მინიმუმ „შუა ზღვარი“.

1-ლი ეტაპი არის პროცესის ერთადერთი ეტაპი, სადაც ხდება ინციდენტის განხილვა და შეფასება. დანარჩენი ორი ეტაპი ავლენს დამატებით ფაქტორებს (მოთამაშესთან მიმართებაში), რომლებიც განსაზღვრავენ სანქციის გაზრდის და/ან შემცირების შესაძლებლობას „საწყისი ზღვრიდან“.

ეტაპი 2: სადისციპლინო კომისია/ოფიცერი ზრდის სანქციას „საწყის ზღვარს“ ზემოთ თუ ადგილი აქვს, ქვემოთ ჩამოთვლილ, რომელიმე დამამძიმებელ ფაქტორს (შენიშვნა: ეს ფაქტორები არ ეხება გარემოებებს, რომლებმაც განსაზღვრეს თავად თამაშის წესების დაღვევა (იხილეთ რეგულაცია 17.19.1));

  1. მოთამაშის, როგორც თამაშის წესების დამრღვევის სტატუსი (სადისციპლინო ისტორიის ჩანაწერები რაგბში და სხვა სპორტში (მაგ. რაგბი ლიგა) მოთამაშის სრულწლოვანების (18 წელი) ასაკიდან;
  2. დარღვევებისგან თავშეკავების (პირადი/გუნდური) გაფრთხილება (მაგალითად: „შუბური ბოჭვისთვის“ რამოდენიმეჯერ დაჯარიმებას მოყოლილი, ბოჭვის ტექნიკის შეცვლის შესახებ გაფრთხილება, მოთამაშეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად); და
  3. სხვა ნებისმიერი (დარღვევის შემდგომი) დამამძიმებელი ფაქტორი, რომელსაც სადისციპლინო კომისია/ოფიცერი ჩათვლის მართებულად.

დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, სანქცია იზრდება „საწყის ზღვარს“ ზემოთ. თვალსაჩინოებისთვის (მხოლოდ მაგალითი), „შუბური ბოჭვის“ („შუა ზღვარი“-10 კვირა) შემთხვევაში, შეიძლება გაიზარდოს ორი კვირით (მოთამაშის ცუდი სადისციპლინო ისტორია) და სანქცია გახდება 12 კვირა.

ეტაპი 3; სადისციპლინო კომისია/ოფიცერი ამცირებს სანქციას შემამსუბუქებელი ფაქტორების გათვალისწინებით (შენიშვნა: ეს ფაქტორები არ ეხება გარემოებებს რომლებმაც განსაზღვრეს თავად თამაშის წესების დაღვევა. (იხილეთ რეგულაცია 17.20));

  1. დარღვევის გათვითცნობიერება მოთამაშის მხრიდან და აღირების დრო ( აღიარა დარღვევა მყისიერად თუ მოგვიანებით);
  2. სუფთა სადისციპლინო ისტორია და/ან დადებითი დახასიათება;
  3. მოთამაშის ახალგაზრდა ასაკი და გამოუცდელობა;
  4. ქცევა სადისციპლინო სხდომამდე და სხდომის დროს; (მაგალითად: მოთამაშე პატივისცემას გამოხატავს სადისციპლინო კომისიის/ოფიცრის და მიმდინარე პროცესის მიმართ - ასეთი საქციელის არ არსებობის შემთხვევაში, ვერ მიიღებს სრულ შემსუბუქებას);
  5. მოთამაშის მხრიდან გამოხატული წუხილი დაშავებულის მიმართ და წუხილის გამოხატვის დრო (მაგალითად: მყისიერი მობოდიშება მინდორზე უფრო მეტი წონისაა ვიდრე, წერილობითი საითინგის შემდეგ); და
  6. სხვა ნებისმიერი (დარღვევის შემდგომი) შემამსუბუქებელი ფაქტორი, რომელსაც სადისციპლინო კომისია/ოფიცერი ჩათვლის მართებულად.

შემცირება გამოითვლება პროცენტულად 0%-დან 50% - ის ჩათვლით, ზემოაღნიშნულ ფაქტორებზე დაყრდნობით. (მაგალითად: ახალგაზრდა მოთამაშეს, უარყოფითი ისტორიით, რომელიც მან აღიარა, მინდორზევე მყისიერად მოუბოდიშა დაშავებულ მოწინააღმდეგეს და შესაბამისად მოიქცა სადისციპლინო განხილვისას. ასეთ დროს, მოთამაშეს შესაძლოა სანქცია შეუმსუბუქდეს 40%-თ. გაითვალისწინეთ რომ, ეს მაგალითი მოყვანილია მხოლოდ თვალსაჩინოებისთვის). პროცენტულობის შესაბამისად მცირდება „საწყისი ზღვრით“ გათვალისწინებული სანქციის კვირების რაოდენობა (და არა დამამძიმებელი ფაქტორების გამო გაზრდილი სანქციის კვირების რაოდენობა). ეს ნიშნავს, რომ „შუბური ბოჭვის“ შუა ზღვრით დადგენილ 10 კვირას, რომელიც დამამძიმებელი ფაქტორების გამო გახდა 12 კვირა, აკლდება 4 კვირა (10 კვირის 40% - ანუ 4 კვირა). 4 კვირა აკლდება (დამამძიმებელი ფაქტორებით 10-დან 12 კვირამდე გაზრდილ სანქციას) 12 კვირას და საბოლოოდ ვიღებთ 8 კვირიან სანქციას. შესაბამისად თუ მოთამაშეს არ გააჩნია დამამძიმებელი ფაქტორები, საბოლოო სანქცია იქნება 6 კვირა. პროცენტული გამოთვლით მიღებული ნებისმიერი შედეგი (რიცხვი) მრგვალდება მოთამაშის სასარგებლოდ.

არსებობს ერთი გამონაკლისის წესი, რომელიც აძლევს მოქნილობის საშუალებას სადისციპლინო კომისიას/ოფიცერს, „ქვედა ზღვარი“-ს შემთხვევების განხილვისას. როცა სადისციპლინო კომისია/ოფიცერი შემამსუბუქებელი ფაქტორების გამო, სანქციის 50%-ანი შემცირების შემდეგ მიიჩნევს, რომ მიღებული სანქცია მაინც არაპროპორციულია (მკაცრია) დარღვევის დონის გათვალისწინებით, სადისციპლინო კომისიას/ოფიცერს შეუძლია 50%-ზე მეტით შეამციროს სანქცია ან საერთოდ თავი შეიკავოს სანქცირებისგან. გაითვალისწინეთ, ეს გამონაკლისი ეხება მხოლოდ „ქვედა ზღვრით“ შეფასებულ დარღვევის შემთხვევებს.

ეტაპი 4: მე-4 ფინალური ეტაპი წარმოადგენს სადისციპლინო კომისიის/ოფიცრის მიერ, სანქციის დასრულების თარიღის განსაზღვრას.

სანქცირების პერიოდი იწყება დაუყონებლივ, მაგრამ სადისციპლინო კომისიის/ოფიცრის გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს სანქცირების პერიოდში ჩასატარებელი ის „მნიშვნელოვანი“ მატჩები, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო მოთამაშეს. ეს ნიშნავს რომ, ოთხ-კვირიანი სანქცია შეიძლება გაგრძელდეს უფრო მეტ ხანს ვიდრე ოთხი კალენდარული კვირა, რათა დაფაროს დისკვალიფიკაციის პერიოდი. მსოფლიო რაგბის მმართველი რეგულაციების ფუნდამენტური პრინციპია რომ, ყველა მატჩი (მიუხედავად იმისა ეს მატჩი არის მსოფლიო თასის ფინალი თუ სეზონის წინა გასახურებელი მატჩი) თანაბარია თუ ის ლეგიტიმურია და აკმაყოფილებს „მნიშვნელოვანი“ მატჩის კრიტერიუმებს (იხილეთ რეგულაცია 17.21.2 და 17.21.3) და მასში მონაწილეობა უნდა მიეღო დასჯილ მოთამაშეს. სანქცირების პერიოდის განსაზღვრა განსვავდება ზოგიერთ შემთხევაში, მაგალითად: დასვენების კვირების დროს, როდესაც მოთამაშე ტრავმირებულია, ტურნირის ბოლოს, როდესაც თამაშის სტანდარტი არის საეჭვო (მაგალითად „ამხანაგური“) ან როდესაც სადისციპლინო განხილვის დროს გაურკვეველია ითამაშებს თუ არა მოთამაშის გუნდი შეჯიბრების პლეიოფებში (და ასეთი პლეიოფის მატჩები უნდა ჩაითვალოს სანქცირების პერიოდში). ზოგ შემთხვევაში, სადისციპლინო კომისიამ/ოფიცერმა უნდა შეისწავლოს მოთამაშის სათამაშო ცხრილი ან მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებები იმ დაგეგმილი თამაშების შესახებ, რომელშიც მოთამაშეს უნდა მიეღო მონაწილეობა (რეგულაცია 17.21.2 და 17.21.3).

ფულადი ჯარიმები არ არის დაწესებული.