ტვინის შერყევის მართვა ზოგადი მოსახლეობისათვის
ეს რესურსი შექმნილია რაგბისთან დაკავშირებული ნებისმიერი პირისთვის - მოთამაშეების, მწვრთნელების, მშობლების, მასწავლებლების, მსაჯების, მაყურებლებისა თუ თამაშში ჩართული ან დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის. იგი გათვლილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს ტვინის შერყევის მქონე მოთამაშის ეფექტური მართვა მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გრძელვადიანი დაცვის მიზნით.

ტვინის შერყევა ყველა სპორტისთვის დამახასიათებელი პრობლემაა და ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ სარაგბო საზოგადოებაში ყველა იცნობდეს ტვინის შერყევის სიმპტომებს და თამაშიდან ან ვარჯიშიდან გამოიყვანოს ნებისმიერი მოთამაშე, რომელსაც აშკარა ან საეჭვო სიმპტომები აღენიშნება.
გზავნილი მარტივია - ამოიცანით და გამოიყვანეთ. ამოიცანით ტვინის შერყევის სიმპტომები და ნებისმიერი ამ სიმპტომის არსებობისას მოთამაშე სამუდამოდ გამოიყვანეთ თამაშიდან.
მოთამაშეებთან, მწვრთნელებთან, ხელმძღვანელობასთან, სამედიცინო პერსონალთან, მეცნიერებთან, მედიასთან და მხარდამჭერებთან ერთობლივი მუშაობით ჩვენ შეგვეძლება უზრუნველვყოთ, რომ მოედანზე მყოფთა კეთილდღეობა დაცული იყოს თამაშის ყოველ დონეზე.