მსოფლიო რაგბის ტვინის შერყევის მართვა ზოგადი მოსახლეობისთვის
მოგესალმებით ონლაინ რესურსზე: მსოფლიო რაგბის ტვინის შერყევის მართვა ზოგადი მოსახლეობისათვის
მსოფლიო რაგბი მოთამაშის კეთილდღეობას მთელი სერიოზულობით ეკიდება. მან მთავარი როლი ითამაშა 2008 და 2012 წლების ციურიხის “სპორტში ტვინის შერყევის კონსენსუსების” ჩამოყალიბებაში, რასაც ეფუძნება მსოფლიო რაგბის მიერ მოწოდებული ტვინის შერყევის სახელმძღვანელო ზოგადი მოსახლეობისათვის და შესაბამისად, წინამდებარე საგანმანათლებლო რესურსიც.
ეს რესურსი შექმნილია რაგბისთან დაკავშირებული ნებისმიერი პირისთვის - მოთამაშეების, მწვრთნელების, მშობლების, მასწავლებლების, მსაჯების, მაყურებლებისა თუ თამაშში ჩართული ან დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.
იგი გათვლილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს ტვინის შერყევის მქონე მოთამაშის ეფექტური მართვა მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გრძელვადიანი დაცვის მიზნით.
ამ კურსის გავლა ასევე რეკომენდებულია ექიმებისა და სამედიცინო პერსონალისთვისაც, პირველ რიგში იმისთვის, რომ საფუძველი შეექმნათ მსოფლიო რაგბის ტვინის შერყევის მართვის რესურსზე ექიმებისა და სამედიცინო პერსონალისთვის და მეორეც იმისთვის, რომ გაიგონ თუ რა დონის ცოდნას უნდა ელოდონ სხვა პირებისაგან სხვადასხვა სიტუაციებში.
ტვინის შერყევის ამ რესურსის მომზადებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობას ვუხდით:
- საიმონ კემპი (Dr. Simon Kemp) - სპორტის მედიცინის უფროსი, ინგლისის რაგბის კავშირი
- თიმ ჰოლგეითი (Tim Holgate) - ლონდონ სქოთიში
- ჯონ ბეითსი (Jon Bates) და ინგლისის რაგბის კავშირის საზოგადოებრივი რაგბის მწვრთნელები
- დოქტორი კოლინ ფულერი (Dr. Colin Fuller)