ტვინის შერყევის ამოცნობის ინსტრუმენტის ჯიბის ვერსია

ტვინის შერეყევის ამოცნობა

თუ მიღებული ტრავმის შემდეგ სახეზეა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი ან სიმპტომი, უნდა შევიტანოთ ეჭვი იმაში, რომ მოთამაშეს შესაძლოა ჰქონდეს ტვინის შერყევა და იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოყვანილი თამაშიდან ან ვარჯიშიდან.

ტვინის შერყევის ხილული მინიშნებები: ის, რასაც ვხედავთ

ჩამოთვლილი ხილული მინიშნებებიდან ერთის ან მეტის არსებობა შეიძლება ტვინის შერყევაზე მიუთითებდეს:

  • გაშეშებული, “უაზრო” ან ცარიელი მზერა
  • მიწაზე უმოძრაოდ წოლა / შენელებული წამოდგომა
  • ფეხზე არამყარად დგომა / წონასწორობის პრობლემები ან ხელახლა დაცემა / კოორდინაციის მოშლა
  • ცნობიერების ან პასუხისუნარიანობის დაკარგვა
  • დაბნეულობა / თამაშებისა და მოვლენების გაუცნობიერებლობა
  • თავზე ხელის მოკიდება / შემოჭდომა
  • კრუნჩხვები (გულყრები)
  • მისთვის ჩვეულებრივზე მეტად ემოციურობა / გაღიზიანებადობა
ტვინის შერყევის სიმპტომები: ის, რასაც გვიყვებიან

ჩამოთვლილი ნიშნებისა და სიმპტომებიდან ერთის ან მეტის არსებობა შეიძლება ტვინის შერყევაზე მიუთითებდეს:

  • თავის ტკივილი
  • თავბრუსხვევა
  • გონების დაბინდვა, დაბნეულობა და შენელებულობის შეგრძნება
  • მხედველობის პრობლემები
  • გულისრევა ან ღებინება
  • დაქანცულობა
  • ძილიანობა / “ბურუსში” ყოფნის შეგრძნება / კონცენტრირების სირთულე
  • “თავში წნევის” შეგრძნება
  • მომატებული მგრძნობელობა სინათლეზე და ხმაურზე

ტვინის შერყევის ამოცნობის ინსტრუმენტის ჯიბის ვერსია (The Pocket Concussion Recognition Tool™ - ჯიბის CRT), შექმნილი ციურიხის ტვინის შერყევის კონსენსუსის ჯგუფის მიერ, შეგვახსენებს ტვინის შერყევის ნიშნებსა და სიმპტომებს

 

ჩამოტვირთეთ დასაბეჭდი ჯიბის CRT, როგორც Adobe PDF ფაილი

მეხსიერების ფუნქცია

“მადოქსის” კითხვები

ტვინის შერყევის ამოცნობის ინსტრუმენტის ჯიბის ვერსიის მე-2 გვერდზე მოცემულია ”მადოქსის” 5 შეკითხვა, რათა ტრავმის მიღებისთანავე შევაფასოთ მოთამაშის მეხსიერების ფუნქცია.

ამოიცანით და გამოიყვანეთ

თუ ტვინის შერყევის ამოცნობის ინსტრუმენტის ჯიბის ვერსიის (ჯიბის CRT) 1-ელ გვერდზე ჩამოთვლილი ნიშნებიდან და სიმპტომებიდან აღინიშნება ერთ-ერთი მაინც

და/ან

მოთამაშე არასწორად უპასუხებს მეხსიერების 5 კითხვას, მითითებულს ჯიბის CRT-ის მე-2 გვერდზე

შინ მოთამაშე გამოყვანილ უნდა იქნას სათამაშო მოედნიდან სრულყოფილი სამედიცინო შემოწმების გავლის მიზნით.

 

დააჭირეთ "CC" - ს სუბტიტრების ენებისთვის

თანაგუნდელებმა, მწვრთნელებმა, მსაჯებმა, გუნდის მენეჯერებმა, ადმინისტრატორებმა ან მშობლებმა, ვინც კი შეამჩნევს, რომ პოტენციურად ტვინის შერყევის გამომწვევი ტრავმის მიღების შემდეგ სპორტსმენს აღენიშნება ტვინის შერყევის ამოცნობის ინსტრუმენტის ჯიბის ვერსიაში მითითებული ნებისმიერი ნიშანი, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ უზრუნველყონ მოთამაშის მოედნიდან უსაფრთხოდ გამოყვანა.